პროექტის გეგმა


                           ს ა ს წ ა ვ ლ ო        რ ო ე ქ ტ ი ს         გ ე გ მ ა

1.       პროექტის სახელწოდება: „ჩვენც დავბერდებით“
2.       პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით:მოსწავლეებში მოხუცებისა და უფროსებისადმი პატივისცემისა და მზრუნველობის გრძნობის გაღვიძება.
3.       პროექტის აქტუალობა:მოხუცებმა საზოგადოებისაგან გარიყულად არ იგრზნონ თავი;
4.       პროექტის მიზანი: მოსწავლეებს განუვითარდებათ მოხუცებისადმი პატივისცემისა და მზრუნველობის გრზნობა ,ჩამოუყალიბდებათ მათ მიმართ დადებითი ემოციები,  დაეხმარებიან მათ სხვადასხვა სასარგებლო საქმიანობით;
5.       მოსწავლეთა ასაკი:12 წელი
6.       ვადები  ხანგრძლივობა 2 თვე
7.       მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ქართ. VII. 6.
მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება
ინდიკატორები
იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობითი კონტაქტი, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა, ჟესტიკულაცია) ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
ამოიცნობს მსმენელის რეაქციას და იყენებს საპასუხო სტრატეგიებს, მაგ., აზრის პერიფრაზირებას, მოკლე განმარტებების ჩართვას, ცხოვრებისეული მაგალითების დამოწმებას და . .);
აანალიზებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც ხელი შეუწყო წარმატებას ან გამოიწვია წარუმატებლობა ზეპირი გამოსვლის დროს და მასწავლებელთან ერთად დასახავს ხარვეზების გამოსწორების გეგმას

დაფიქრდებიან იმაზე ,რომ სიბერე გარდაუვალია და მოხუცებზე მზრუნველობა- აუცილებელი;
8.       პროექტისთვის საჭირო  რესურსები:კომპიუტერი,პროექტორი,ფურცლები,მარკერები, მშობლებისა და დირექციის დახმარება;
9.       პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფა, დავალებების განაწილება,მოხუცებისთვის ტკბილეულის შეძენა;
10.   საგნებთან /საგნობრივ  ჯგუფებთან)ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;მუსიკისა და ხელოვნების   პედაგოგების,ქორეოგრაფის დახმარება;
11.   პროექტის ხელმძღვანელი:რუსუდან სულაბერიძე;
12.   ხელმძღვანელის ელ- ფოსტა:sulaberidzerusudan@gmail.com
13.   პროექტის ვებ- გვერდი.https://rusudansulaberidze.blogspot.com/

Comments

Popular posts from this blog